პოლიტიკა: საქართველო მსო-ში რუსეთის შესვლასთან დაკავშირებით თავის პოზიციებს არ ცვლის | Georgian News | ||
საქართველოს ოფიციალური პოზიცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. ორშაბათს ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ კომენტარი გაუკეთა რუსეთის მთავარი სანიტარის გენადი ონიშენკოს განცხადებას, რომლის თანახმადაც რამდენიმე კომპანიამ უკვე მიმართა რუსეთს რუსულ ბაზარზე მინერალური წყლის - „ბორჯომის“ დაბრუნების თხოვნით. ეს კერძო კომპანიების უფლებაა. თუმცა, ჩვენ მიერ შემოწმებული ინფორმაციის თანახმად, ასეთი მიმართვა არ ყოფილა. როგორც ჩანს, ეს რუსეთის მორიგი სპეკულაციაა, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მის შესვლას უკავშირდება. მაგრამ ჩვენი პოზიცია იგივე რჩება. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ჩვენი თანხმობა ემბარგოს საკითხთან დაკავშირებული არ არის“, - აღნიშნა ნინო კალანდაძემ. მისი თქმით, თუ რუსეთი ხსენებულ ორგანიზაციაში შევა, მას ისედაც მოუწევს ორგანიზაციის სხვა წევრებისაგან ემბარგოს მოხსნა. „თუმცა კიდევ ერთხე ვიმეორებ, რომ ეს ჩვენი ინტერესის საგანი არ არის“, - დაამატა ნინო კალანდაძემ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3339.html
| |||
Posted by Drakula | 06 Sep 2011, 17:52 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.