მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერები: საყვარელი მუსიკის მოსმენა სასარგებლოა გულისთვის | World News | ||
მეცნიერებმა მერილენდის უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ საყვარელი მუსიკის მოსმენა გულისა და ძარღვების ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა. გამოკვლევის შედეგებით, რომელიც ახალ ორლეანში ამერიკული კარდიოლოგიური ასოციაციის შეხვედრაზე წარადგინეს, ცნობილი გახდა, რომ საყვარელი, ან უბრალოდ მხიარული მუსიკის მოსმენისაგან პოზიტიური ემოციები გამაჯანსაღებლად მოქმედებს სისხლძარღვებზე. გამოცდა, რომელშიც 10 ადამიანი მონაწილეობდა, ოთხ ეტაპად ჩატარდა. თავიდან გამომცდელები იმ მუსიკას უსმენდნენ, რომელიც, მათი თქმით, მათში მხიარულ ემოციებს იწვევდა. მეორე ეტაპზე ისინი უსმენდნენ მუსიკას, რომელიც მღელვარების გრძნობას იწვევდა. მესამე სტადიაზე ექსპერიმენტის მონაწილეებს ურთავდნენ მუსიკას რელაქსაციისათვის, ხოლო მეოთხეზე ისინი კომიკურ ვიდეორგოლებს უყურებდნენ. ექსპერიმენტის ყოველი სტადიის დაწყებამდე შეისწავლიდნენ მათი ძარღვების მდგომარეობასა და რეაქციას სისხლდების მკვეთრ გაზრდაზე. მეცნიერებს განსაკუთრებთ აინტერესებდათ ის, თუ როგორ რეაგირებს ემოციებზე უჯრედების შრე - ენდოთელიუმი, რომელიც სისლდენას, სისხლის შედედებადობასა და სისქეს. სწორედ მასზე არის დამოკიდებული გულძარღვების დაავადებების განვითარების რისკი. შედეგებმა აჩვენა: გამომცდელებს, რომლებიც მხიარულ მუსიკას უსმენდნენ, ძაღრვები 26%-ით უფართოვდებოდათ, მღელვარე მუსიკის მსმენელებს - მხოლოდ 6%-ით, მათ, ვინც კომიკურ ვიდეორგოლებს უყურებდა - 19%-ით, ხოლო მომადუნებელი მუსიკის მსმენელებს - 11%-ით. გამოკვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ მუსიკაზე ძარღვების ამგვარი რეაქციები შეიძლება მხიარულების ჰორმონებით - ენდორფინებით იქნას გამოწვეული. მანამდე ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სწრაფი გაღვიძება შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ხმის ზემოქმედების ქვეშ, რომელიც მუსიკალურ ბარიტონს შეესაბამება. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3334.html
| |||
Posted by Drakula | 05 Sep 2011, 20:15 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.