პოლიტიკა: საქართველო აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ინიციატივას შემოუერთდა | Georgian News | ||
საქართველოს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივას შეუერთდა, რომელიც გულისხმობს დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანებას 21-ე საუკუნის გამოწვევების წინააღმდეგ, იუწყება “GHN“. „ინიციატივის მიზანია მმართველობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობისათვის ხელის შეწყობა და საქართველოს საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამაში. ინიციატივის ავტორებია აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტები“, - თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილემ ნინო კალანდაძემ პრეს-კონფერენციაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისაგან ჰილარი კლინტონისაგან ინიციატივასთან შემოერთების სპეციალური მიმართვა მიიღო, რაზეც თბილისმა მისცა თანხმობა წერილობითი ფორმით. „წერილში მითითებულია, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვუერთდებით ან ინიციატივას, არამედ მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ ინიციატივის განხორციელებაში“, - თქვა კალანდაძემ. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3333.html
| |||
Posted by Drakula | 05 Sep 2011, 20:14 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.