საზოგადოება: აჭარის მემილიონე ტურისტი იტალიელი კომპოზიტორი გახდა | Georgian News | ||
აჭარის მემილიონე ტურისტის ვინაობა უკვე ცნობილია. როგორც commersant.ge-ს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა დიასამიძემ შეატყობინა, აჭარის მემილიონე ტურისტი არის იტალიელი კომპოზიტორი ჯანი კუარანტა, რომელიც საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. მას ჯილდო ლამარა ჭყონიას საიუბილეო კონცერტზე გადასცეს, რომელიც ბათუმში 2 სექტემბერს ჩატარდა. აჭარის მემილიონე ტურისტს საჩუქრად მომავალი წლისთვის „Radisson Blue“-ში 10 დღით დასვენების პაკენტი და სხვადასხვა საჩუქრები გადასცეს. ვაჟა დიასამიძის განცხადებით, აჭარაში ზაფხულის სეზონზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად იმყოფებოდა მილიონი ტურისტი. გასულ წელს ასეთი რაოდენობის ტურისტები ავტონომიურ რესპუბლიკას წლის განმავლობაში ესტუმრნენ. ხელისუფლებები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე დარჩენილ ოთხ თვეში აჭარაში ყოველთვიურად 100 ათასი ტურისტი ჩამოვა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3328.html
| |||
Posted by Drakula | 05 Sep 2011, 20:10 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.