ეკონომიკა: აჭარაში ევროპაში ყველაზე დიდი ჰესი აშენდება | Georgian News | ||
საქართველოში, აჭარაში ევროპაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური აშენდება. ნორვეგიული კომპანია „Clean Energy Invest“ მდინარე აჭარისწყალზე ჰესის მშენებლობაში 600 მლნ დოლარს დააბანდებს. ეს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ყველაზე მასშტაბური პროექტი იქნება. აღნიშნული საკითხი განიხილებოდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გრიგოლ ჭამალაშვილისა და „Clean Energy Invest“-ის წარმომადგენლების შეხვედრაზე. მასში ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ნორვეგიული საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია „ნორკონსალტის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგებით, ჰესის კასკადების სიმძლავრე 300 მეგავატი იქნება, ხოლო წლიური გამომუშავება - 1200 მლნ კილოვატი. პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3316.html
| |||
Posted by Drakula | 03 Sep 2011, 19:56 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.