გარემო: ურაგან "ირენის" მსხვერლთა რაოდენობამ 50 ადამიანს გადააჭარბა | World News | ||
ტროპიკული ურაგანის " ირენის" მსხვერპლი მინიმუმ 52 ადამიანი გახდა, მათგან 44 ადამიანი აშშ–ში გარდაიცვალა. ამის შესახებ, სამშაბათს, 30 აგვისტოს, Associated Press–მა განაცხადა. ადამიანთა გარდაცვალების შემთხვევები აშშ–ს 13 შტატში დაფიქსირდა, მათ შორის ნიუ–ორკშიც (10 ადამიანი დაიღუპა), ნიუ–ჯერსში და ჩრდილოეთ კაროლინაში (6 დაღუპული). კიდევ რვა ადამიანი კარიბის რეგიონში დაიღუპა, უფრო კონკრეტულად კი დომენიკურ რესპუბლიკაში, გაატასა და პუერტო–რიკოში. ამის გარდა, პოლიცია კვებეკში მცხოვრებ 81 წლის მამაკაცის გარდაცვალებას იძიებს, რომელიც შტორმის დროს დაიკარგა. უგუნოდ ნაპოვნი მამაკაცი გარკვეული დროის შემდეგ გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით უცნობია მამაკაცი "ირენის" მსხვერპლი გახდა თუ არა. წინასწარი მონაცემებით, სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 10 მილიარდ დოლარი შეადგინოს. სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება. სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად 260 ავტოტრასა და 30 ხიდი დაიხურა. რამოდენიმე დასახლებული პუნქტი ნიუ–ორკში, ნიუ–ჯერსში და ვერმონტში წყალდიდობის გამო იზოლაციაში აღმოჩნდა, პირველადი საჭიროების პროდუქტებს მოსახლეობას საჰაერო გზით აწვდიან. ასევე, დაზიანებულია სარკინიგზო მაგისტრალი ნიუ–ორკსა და ფილალდელფიას შორის. "ირენის კვლადაკვალ, ამერიკული კონტინენტის მიმართულებით შტორმი "კატია" მიემართება, რომელიც ატლანტიკურ ოკეანეში ჩამოყალიბდა. მოსალოდნელია, რომ 3–4 სექტემბერს იგი მესამე კატეგორიის ურაგანამდე გაძლიერდება. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3313.html
| |||
Posted by consul | 03 Sep 2011, 19:54 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.