საზოგადოება: საქართველოში დაახლოებით 2 ათასი ადამიანი ითვლება დაკარგულად | Georgian News | ||
30 აგვისტოს უგზო–უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. ექსპერტების თქმით, საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, სამხირივი შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, უგზო–უკვლოდ დაიკარგა დაახლოებით 2 ათასი ადამიანი. მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში მხოლოდ 907 ადამიანი ითვლება დაკარგულად. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, დაკარგულთა უმრავლესობა მაღალი ალბათობით გარდაცვლილია. არსებობს მხოლოდ ერთეული შემთხვევები, როდესაც დაკარგული ადამიანს რამოდენიმე წლის შემდეგ ცოცხლას პოულობენ. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ადამიანი მისი გაუჩინარებიდან 2 წლის განმავლობაში ითვლება დაკარგულად. ამის გარდა, იმისათვის, რომ დაკარგულის ოჯახმა მიიღოს მსხვერპლის სტატუსი, დამტკიცებული უნდა იქნას, რომ ადამიანის გაუჩინარებისას არსებობდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3308.html
| |||
Posted by consul | 03 Sep 2011, 19:50 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.