aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: ბორჯომის ხეობაში ზეადამიანის ცხოვრების მტკიცებულებები აღმოაჩინეს Georgian News  Georgian News 
არქეოლოგებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს. მათ ბორჯომის ხეობის მთებში აღმოაჩინეს იდუმალი არსებების ნეშტი, რომელთა შესახებაც საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი მაცხოვრებლები ლეგენდებს თხზავდნენ. როგორც აღმოჩნდა, ზღაპრები უზარმაზარ გოლიათებზე სინამდვილეში რეალობაა. მაინც რა საიდუმლოს ინახავდა ეს მაღალმთიანი ადგილი?



მიხეილ რობაქიძის რეპორტაჟი.


ძვლები გოლიათ ადამიანებს ეკუთვნის. ისინი ბორჯომის ხეობის მთებში 25 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ გიგანტი ადამიანის სიმაღლე შეიძლება 2.5-დან 3-მდე მეტრს შეადგენდა. აკადემიკოს აბესალომ ვეკუას მიაჩნია, რომ აღმოჩენა შეიძლება გახდეს სენსაცია, ვინაიდან სამეცნიერო წრეებში დიდი ხანია განიხილება თემა, რომელიც ეხება გოლიათებს, რომლებიც ათობით ათასი წლის წინ ევრაზიის ცალკეულ რაიონებში ცხოვრობდნენ.


აბესალომ ვეკუა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი: „ყურადღება მიაქციეთ თეძოს ძვალს, იგი თავისი ზომითა და სისქით თანამედროვე ადამიანის ძვლისაგან განსხვავდება. თავის ქალაც მნიშვნელოვნად უფრო დიდია. ეს ადამიანები დანარჩენი ცივილიზაციისაგან განცალკევებულად ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ, ამიტომ სიმაღლითაც განსხვავდებოდნენ. სამეცნიერო ლიტერატურაში ისინი მოიხსენიება როგორც გოლიათები, თუმცა ამ ჰიპოთეზის დოკუმენტური დადასტურებები არ არსებობდა. ამდაგვარად, ჩვენ სენსაციის ზღურბლზე ვართ. მაგრამ მანამდე საკირკიტო სამუშაო გველის“.


ლეგენდა გოლიათებზე ბორჯომის ხეობის მაღალმთიან რაიონში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ადგილობრივი მწყემსები და მონადირეები ამტკიცებენ, რომ მათ წინაპრები უყვებოდნენ მათ ზეძლიერ გიგანტებზე, რომლებიც დიდი ხნის წინ ამ მთებში ცხოვრობდნენ.


მურმან შირაქაძე, სატყეოს უფროსი: „პაპაჩემი მიყვებოდა ამ უცნაურ არსებებზე, რომლებიც ადრე აქ ბინადრობდნენ. მასაც, ალბათ, ამის შესახებ ვინმემ მოუყვა. მთებში ცხოვრების მკაცრი პირობებია, დღემდე ხელშეუხებელი ბუნებაა, ალბათ, ამიტომ მხოლოდ ზეადამიანს შეეძლო იმ დროს გადარჩენა“.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3307.html
Posted by Drakula | 03 Sep 2011, 19:49 | News »
 

"ეს საინტერესოა: ბორჯომის ხეობაში ზეადამიანის ცხოვრების მტკიცებულებები აღმოაჩინეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 December 2024
  • English Georgian