საზოგადოება: უცხოელები „ბათუმი-ველოთი“ სარგებლობას ვერ შეძლებენ | Georgian News | ||
უცხოელები პროექტ „ბათუმი-ველოთი“ სარგებლობას ვერ შეძლებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ქართულ ბანკებში ჯერ კიდევ არ დაუნერგავთ უცხოელი მოქალაქეების მიერ საბანკო ბარათების გამოყენების სისტემა. თუმცა, როგორც ბათუმის ტურისტული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ეკა ჩანიშვილი აცხადებს, სექტემბრისთვის პრობლემა დარეგულირდება. მან ასევე დაამატა, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში 100 ველოსიპედი ჩამოიყვანეს, მაგრამ მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ახალი ბარათების დაბეჭდვის აუცილებლობა წარმოიშვა. შეგახსენებთ, რომ „ბათუმი-ველოს“ ფარგლებში ველოსიპედები საფრანგეთიდან ჩამოიტანეს. პროექტის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა. პირველ ეტაპზე ბათუმში 10 ტერმინალი მუშაობს და ველოსიპედით სარგებლობა 24 საათის განმავლობაში შეიძლება. მომხმარებელს შეუძლია ველოსიპედის აღება, შემდეგ კი მისი დატოვება მისთვის მოსახერხებელ ტერმინალში. გადახდა სპეციალური ბარათებით წარმოებს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3306.html
| |||
Posted by Drakula | 03 Sep 2011, 19:46 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.