პოლიტიკა: ირაკლი ალასანია: საქართველომ უნდა გაითვალისწინოს აფხაზური საზოგადოების არჩევანი | ![]() | Georgian News | |
![]() „ე. წ. არჩევნებში ასობით ათას ქართველს არ მიუღია მონაწილეობა. ეს ფაქტია, მაგრამ ფაქტი ისიცაა, რომ ქართველებმა აფხაზური საზოგადოების არჩევანი უნდა გაითვალისწინონ და ქართველებისა და აფხაზების შერიგებისათვის ნაბიჯები გადადგან“, - თქვა ირაკლი ალასანიამ “GHN“-თან საუბრისას, როდესაც აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს შედგა. არჩევნებში გაიმარჯვა ალექსანდრე ანქვაბმა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 55% მოაგროვა. აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭს იყრიდა სამი კანდიდატი - ალექსანდრე ანქვაბი, რაულ ხაჯიმბა და სერგეი შამბა. ანქვაბის ინაუგურაცია 26 სექტემბერს ჩატარდება. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3305.html
| |||
Posted by Drakula | 03 Sep 2011, 19:46 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.