საზოგადოება: ლიბიაში ომის დროს დაახლოებით 50 ათასი ადამიანი დაიღუპა | World News | ||
ლიბიაში სამოქალაქო ომის მსვლელობაში დანაკარგებმა შეიძლება 50 ათასამდე ადამიანი შეადგინოს, განაცხადა ამბოხებულთა ერთ-ერთმა მეთაურმა ჰისამ ბუხაგიარმა, იტყობინება „РБК“ „Reuters“-ზე მინიშნებით. მისი თქმით, აჯანყების დაწყებიდან მისურატსა და ზილტანში 15-17 ათასი ადამიანი დაიღუპა, დასავლეთის მთების მახლობლად ბრძოლებში ასევე ბევრი დანაკარგია. ლიბიაში სამოქალაქო ომი ამ წლის მარტიდან მიმდინარეობს, ოდნავ მოგვიანებით ამბოხებულთა მხარეს დასავლეთ ევროპის ქვეყნები და აშშ გამოვიდნენ. მათ ლიბიაში საავიაციო ქვედანაყოფები გააგზავნეს, რომლებმაც ამბოხებულთა წინააღმდეგობის საბრძოლო შესაძლებლობები სერიოზულად გააძლიერეს. ამ მომენტისათვის ჯამახირიაში, ტრიპოლის აღების შემდეგ, ძირითადი ბრძოლები წარმოებს მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქის - სირტისთვის. პოლკოვნიკისა და მისი გარემოცვის ბედი უცნობი რჩება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3304.html
| |||
Posted by Drakula | 03 Sep 2011, 19:45 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.