ეკონომიკა: ქართული კომპანიები ჩინური ბაზრის ათვისებას აგრძელებენ | Georgian News | ||
ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ათი ქართული კომპანია ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და „სამტრესტის“ ხელშეწყობით მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო გამოფენა China-Eurasia Expo 2011-ში, რომელი ჩინეთში, ქალაქ ურუმციში 1-5 სექტემბერს ჩატარდება. სულ გამოფენაში 2500 კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ეროვნული საინვესტიციო ცენტრი გამოფენაზე ქართულ კომპანიებს წარადგენს და დაეხმარება მათ პარტნიორული კონტაქტების დამყარებაში. ქართულ კომპანიებს შორის ღვინის, არაყისა და ბიოწვენების მწარმოებლები არიან. ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და „რაკია“ ქართულ სტენდთან თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას წარადგენენ და პოტენციურ ინვესტორებს საინვესტიციო პროექტებსა და საპრივატიზაციო ობიექტებს გააცნობენ. ივნისში საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები უკვე იყვნენ ურუმჩიში და ქართული ღვინოების დეგუსტაცია ჩაატარეს, შეხვდნენ ადგილობრივი სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სადისტრიბუციო კომპანიების ხელმძღვანელობას. ვიზიტის შედეგად სააგენტოს უკვე აქვს ჩინური სადისტრიბუციო კომპანიების მონაცემები და ინტერესის შემთხვევაში სთავაზობს ინფორმაციას ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ქართულ მწარმოებლებს, რომლებიც ჩინეთში ექსპორტში არიან დაინტერესებულები. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3303.html
| |||
Posted by Drakula | 03 Sep 2011, 19:45 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.