პოლიტიკა: საქართველოს სსს საერთაშორისო საზოგადოებას არააღიარებლობის პოლიტიკის გაგრძელებისკენმოუწოდებს | Georgian News | ||
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნის სეპარატისტული რეგიონების მიმართ არააღიარებლობის პოლიტიკის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. როგორც საქართველოს სსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტის არჩევნები, რომლებიც 2011 წლის 26 აგვისტოს ჩატარდა, არალეგიტიმურია. „აფხაზეთის შემდგომ ბედთან დაკავშირებული არც ერთი გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიჩნეული კანონიერად პირობებში, როდესაც მოსახლეობის სამი მეოთხედი ხმის მიცემის პროცესთან არ დაუშვეს. ოკუპანტებისა და მათი მარიონეტების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა ძირფესვიანად შეცვალა დემოგრაფიული სიტუაცია აფხაზეთში და ქართული, უკრაინული, სომხური, ბერძნული, ესტონური, აზერბაიჯანული და სხვა ეროვნების იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლება ჩამოართვა. აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის უფლებებს კი ყოველდღიურად არღვევს საოკუპაციო რეჟიმი, ხოლო საერთაშორისო დამკვირვებლებს აფხაზეთის ტერიტორიაზე დაშვების უფლება ეკრძალებათ“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოების ყველა წევრს მიმართავს იმისთვის, რომ მან ადეკვატური შეფასება მისცეს ერთ-ერთ ქართულ რეგიონში - აფხაზეთში დამყარებულ „მორიგ ფარსს“ და მოუწოდებს მას, მიზანშეწონილად გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების არააღაირებლობის პოლიტიკა. 2011 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთის ვადამდელ არჩევნებზე ალექსანდრე ანკვაბმა გაიმარჯვა. მან ხმათა 54.9% მოაგროვა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3301.html
| |||
Posted by Drakula | 03 Sep 2011, 19:44 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.