ეკონომიკა: AFBA: „საქართველოში 3 მილიონი ტურისტის სტუმრობის შესახებ საუბრები ზღაპრის ტოლფასია | Business & Economics | ||
საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტს მერაბ ჯანიაშვილს აკვირვებს ის, თუ როგორ უნდა მიიღოს ოთხმილიონიანმა საქართველომ 3 მილიონი ტურისტი. ასეთი კომენტარი გააკეთა მან გამოცემა „La Tribune„-ში გამოქვეყნებულ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც ქვეყანა წელს 3 მლნ ტურისტს ელოდება. ჯანიაშვილის თქმით, 3 მილიონი იმდენად მაღალი მაჩვენებელია, რომ სასტუმროებზე რომც არ ვიფიქროთ, მათ გამოკვების უზრუნველყოფას სწრაფი კვების ობიექტები ვერ შეძლებენ. „ქვეყანაში 3 მილიონი ტურისტის ჩამოსვლა ეკონომიკისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელი იქნებოდა. ყოველ მათგანს 500, ან თუნდაც 200 დოლარი რომ დაეხარჯა, ეკონომიკაში დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციები შემოვიდოდა. ეს ააყვავებს ეკონომიკას, მაგრამ როგორ მოხდება მათი მომსახურება? ამისათვის არც სასურსათო რესურსი გვაქვს, არც ინფრასტრუქტურა. ჩვენ თვითონ 4 მილიონი ვართ, მაშ როგორ მივიღოთ 3 მილიონი ტურისტი? მსგავს რამეზე საუბარი ზღაპრების ტოლფასია. მიკვირს, საიდან იღებს ვერა ქობალია ასეთ ინფორმაციას“, - განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა. მისი თქმით, 3 მილიონი ტურისტის ჩამოსვლის შემთხვევაში სამომხმარებლო ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაგრამ ამის ატანა შესაძლებელი იქნება, რამდენადაც ეკონომიკაში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩაიდება. „იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ორნიშნამდე გაიზარდოს, საჭიროა 2 მილიარდამდე დოლარის ოდენობის უცხოური ინვესტიციები. წარმოიდგინეთ, თუ ერთბაშად 6 მილიარდი შემოვა და რა შედეგებს გამოიწვევს ეს“, - აღნიშნავს მერაბ ჯანიაშვილი. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3300.html
| |||
Posted by Drakula | 03 Sep 2011, 19:38 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.