aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: მსოფლიოს ფრინველის გრიპის ახალი ეპიდებია ემუქრება World News  World News 
გაეროს სპეციალისტები განგაშს ტეხენ: ვიეტნამსა და ჩინეთში დაფიქსირებულია H5N1 ვირუსის ანუ ფრინველის გრიპის ახალი სახესხვაობა, რომელიც ამჟამად არსებული ვაქცინების მიმართ მდგრადია. ამ ინფორმაციას უცხოური მასმედია ავრცელებს.



ექსპერტები ამბობენ, რომ ფრინველთა მიგრაციამ შეიძლება გამოიწვიოს საშიში დაავადების ახალი ეპიდებია მთელ მსოფლიოში.


გაეროს სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აზიაში შინაურ ფრინველებს შორის გაჩნდა H5N1 ვირუსის ახალი შტამი, რომელმაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის განუჭვრეტელი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს.


ექსპერტები მანამდე ცნობილი ვირუსის მუტაციის შესახებ გვაფრთხილებენ, რომელმაც უკვე დაიწყო ვიეტნემსა და ჩინეთში გავრცელება, ასევე იმაზე, რომ ფრინველთა არაკონტროლირებადი მიგრაციის შედეგად საშიში დაავადება შეიძლება გავრცელდეს იმ ქვეყნებში, სადაც ადრე ფრინველის გრიპი არასდროს ყოფილა.


რისკის ჯგუფში იმყოფება ისრაელი, პალესტინის ტერიტორიები, რუმინეთი, ბულგარეთი, ნეპალი, ასევე მონღოლეთი და რუსეთი. გასულ კვირას საგანგაშო შეტყობინებები H5N1 ვირუსის მუტაციაზე კამბოჯიდან შემოვიდა. იქ 14 აგვისტოს ფრინველის გრიპის ახალი სახესხვაობის გამო 6 წლის გოგონა გარდაიცვალა. იგი კამბოჯის მერვე მოქალაქე გახდა, რომელიც 2010 წელს ამ დაავადებისაგან გარდაიცვალა.


ექსპერტები ამბობენ, რომ H5N1 ვირუსის ახალი სახესხვაობის ერთ-ერთი მთავარი საშიშროება იმაშია, რომ ამ მომენტისთვის ამ ვირუსით დაავადებულია შინაური ფრინველები, რომელთა ხორცი აზიიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ექსპორტირდება.


FAO-ს წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ჩინეთიდან და ვიეტნამიდან ხორცის ხარისხზე აუცილებელია განსაკუთრებული კონტროლის დაწესება და მოუწოდებენ ადამიანებს, შემოწმებების დასრულებამდე ფრინველისაგან დამზადებული აზიური პროდუქტების შეძებისაგან თავი შეიკავონ.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3295.html
Posted by Drakula | 30 Aug 2011, 23:16 | News »
 

"საზოგადოება: მსოფლიოს ფრინველის გრიპის ახალი ეპიდებია ემუქრება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 December 2024
  • English Georgian