aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ევროპარლამენტი: არჩევნები აფხაზეთში არაფერს ცვლის Georgian News  Georgian News 
გასულ კვირას აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ჩატარებული არჩევნები ევროპის პარლამენტის პოზიციებს არ ცვლის, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, განაცხადა გასულ კვირას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ეჟი ბუზეკმა.



26 აგვისტოს აფხაზეთის დე-ფაქტო მეთაურის გამართულ არჩევნებზე, წინასწარი მონაცემებით, ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა. მან პირველ ტურში ხმათა 54.9% მოაგროვა.


„ეს არჩევნები არ ცვლის ევროპარლამენტის პოზიციებს საქართველოსაგან ჩამოშორებული აფხაზეთის მიმართ. აფხაზეთი ავტონომიური რეგიონი, საქართველოს ნაწილია და ევროპარლამენტი საქართველოს სევერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს“, - მოყვანილია ბუზეკის სიტყვები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალურ საიტზე.


მისი თქმით, „საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს იდეის მხარდაჭერის უკმარისობა აჩვენებს, რომ სოხუმში პოლიტიკოს-სეპარატისტთა მოთხოვნებს სუსტი საფუძველი აქვს“.


ამავე დროს, ბუზეკი აღნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ არ ასრულებს ვალდებულებებს, რომლებიც 2008 წლის 12 აგვისტოსსა და 8 სექტემბრის შეთანხმებების საფუძველზე აიღო საკუთარ თავზე.


„სამი წლის შემდეგ რუსეთი კვლავ არ იცავს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმებას აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან კონფლიქტამდელ პოზიციებზე შეიარაღებული ძალების გამოყვანის შესახებ“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა. გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთმა ოკუპირებული რეგიონების მოქალაქეებისათვის პასპორტების გაცემა უნდა შეწყვიტოს.


ბუზეკმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი „დადებითად ეპყრობა“ საქართველოს მთავრობის სტრატეგიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ, „განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანებს შორის ურთიერთობების თავლსაზრისით“.


რაც შეეხება ურთიერთობებს საქართველოსა და რუსეთს შორის, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მათი აღდგენისთვის გამოდის.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3291.html
Posted by Drakula | 30 Aug 2011, 23:13 | News »
 

"პოლიტიკა: ევროპარლამენტი: არჩევნები აფხაზეთში არაფერს ცვლის" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 December 2024
  • English Georgian