ეკონომიკა: საქართველოს დამსაქმებლები ვალდებულნი იქნებიან, თავიანთი თანამშრომლები დააზღვიონ | Business & Economics | ||
თბილისის მერიის კულტურისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის მამუკა კაჭარავას თქმით, შემოიღება ახალი წესი, რომლის მიხედვითაც თითოეული დამსაქმებელი ვალდებული იქნება, თავისი თანამშრომლების სამედიცინო დაზღვევა უზრუნველყოს. როგორც კაჭარავამ გუშინ, 29 აგვისტოს, თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომისიის სხდომაზე განაცხადა, დაზღვევა ყველასთვის გახდება სავალდებულო. ასე მანდ უპასუხა კომისიის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის შეკითხვას, რომელმაც ჰკითხა, რას აკეთებს მერია მათთვის, ვინც რისკავს დარჩეს ბინის გარეშე, რათა ახლობელთა მკურნალობის საფასური დაფაროს. დოლიძის თქმით, დღეს სამედიცინო მომსახურება ისეთი ძვირია, რომ ადამიანებს ყველაფრის გაყიდვა უწევთ, რათა ახლობლებს დაეხმარონ. მისი თქმით, ამაღელვებელია ის, რომ ასეთი ადამიანები სულ უფრო მეტი ხდება. ამ პრობლემის გადაჭრად კაჭარავამ საყოველთაო დაზღვევა დაასახელა. მისი თქმით, სახელმწიფო ყველას ვერ დააზღვევს, ამიტომ საჭიროა დაზღვევის კულტურის დანერგვა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3286.html
| |||
Posted by Drakula | 30 Aug 2011, 23:11 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.