საზოგადოება: ახალგაზრდა ბიზნესმენები ქართულ პროფკავშირებს ბუტაფორიად მიიჩნევენ | Georgian News | ||
ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაცია იმ პროკავშირული ორგანიზაციების გაუქმებას მოითხოვს, რომლებიც მშრომელთა უფლებებს არ იცავს. როგორც ასოციაციის პრეს-რელიზშია ნათქვამი, ამის მაგალითია სამედიცინო მუშაკები, რომლებმაც საკუთარი უფლების დასაცავად არა ძველ პროფკავშირებს მიმართეს, არამედ ახალი ორგანიზაცია - მედიკოსთა დაცვის ლიგა შექმნეს. ასოციაცია პროფკავშირებში პროფკავშირთა შიგნით სიტუაციის შესწავლის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასა და მანდ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლისა და საზოგადოებისათვის 5-7 ცნობილი პიროვნების შეყვანას სთავაზობს. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს გაერთიანებულ პროფკავშირებს სასწრაფოდ მისცენ განმარტება იმისა, თუ რატომ არ იცავენ ისინი მერვე საავადმყოფოს დათხოვნილი ექიმების უფლებებს. ახალგაზრდა ბიზნესმენები და ფინანსისტები ასევე მოუწოდებენ პროფკავშირებში გაერთიანებულ საქართველოს მოქალაქეებს, არ გადაიხადონ საწევრო შენატანები, რათა ამ „ბუტაფორული ორგანიზაციების“ არსებობას მხარი არ დაუჭირონ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3283.html
| |||
Posted by Drakula | 30 Aug 2011, 23:08 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.