მეცნიერება-ტექნოლოგიები: კლიმატური ცვლილებები სამოქალაქო ომების მიზეზია | World News | ||
მკვლევარებმა კოლუმბიის უნივერსიტეტიდან განაცხადეს, რომ ქვეყანაში სოციალური დაძაბულობის ზრდაზე სხვათა გარდა კლიმატიც შეიძლება ახდენდეს გავლენას. ოკეანური დინება ელ-ნინიოს (რომელიც პლანეტაზე ტემპერატურულ რეჟიმს არეგულირებს) განვითარების ციკლებსა და აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლური აზიის, ავსტრალიის, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ტერიტორიებზე სამოქალაქო ომების ზრდას შორის ურთიერთკავშირის შესწავლის მსვლელობაში საკმაოდ მკვეთრი კავშირი დადგინდა. ამ რეგიონებში, ფაქტობრივად, დედამიწის მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს, აღნიშნავს РБК-daily. მკვლევართა მონაცემებით, ამ რეგიონებში ყველა სამხედრო კონფლიქტის 20%-მდე დაკავშირებულია ამინდისა და კლიმატურ ცვლილებებთან, რომლებიც ამ საზოგადოებებში სამოქალაქო დაპირისპირებებს წარმოშობს. 175 ქვეყანაში 1950-დან 2004 წლების ჩათვლით 234 კონფლიქტის ანალიზის დროს კავშირი კლიმატსა და შეიარაღებული შეტაკებების ზრდას შორის აშკარა იყო. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამგვარი სახის დასკვნები ადრეც იყო აშკარა. მრავალი ისტორიკოსი აღნიშნავდა, რომ გვალვებმა და არამოსავლიანობებმა არა ერთი მმართველი დინასტია დაამხო იმავე ჩინეთში მისი თითქმის 5000 წლიანი ისტორიის განმავლობაში. თუმცა ამ გამოკვლევის სიახლე იმაშია, რომ ნაჩვენებია სხვათა გარდა ბუნებაზე თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საზოგადოებების დამოკიდებულებაც. თუმცა მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს კლიმატური ფაქტორი მხოლოდ ტრიგერია, ის „უკანასკნელი წვეთი“, რაც უშვებს შეუქცევადი სოციალური მღელვარებებისა და რევოლუციების პროცესს იმ საზოგადოებებში, სადაც თავიდანვე დიდია ქონებრივი უთანაბრობა და „ჯინის კოეფიციენტი“ გონიერ საზღვრებს სცდება. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3280.html
| |||
Posted by Drakula | 29 Aug 2011, 23:44 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.