ეკონომიკა: ვერა ქობალია: „საქართველო მსო-ში რუსეთის შესვლის წინააღმდეგი არ არის“ | Georgian News | ||
„საქართველო საერთოდ არ არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლის წინააღმდეგი“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ფრანგული გამოცემისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მსო-ში რუსეთის შესვლა საქართველოსთვის სასარგებლოც კი არის“, - აღნიშნა მან, გულისხმობდა რა ორ ქვეყანას შორის არსებული სხვადასხვა პრობლემების გადაჭრას. „მაგრამ, როგორც ალიანსის სხვა ნებისმიერი წევრი ქვეყანა, რუსეთი ვალდებულია ალიანსის ინტერესები და მისი წესდება დაიცვას. ანუ ქართულ-რუსულ საზღვარზე სასაზღვრო კონტროლი უნდა დაწესდეს“, - აცხადებს ქობალია. ამასთან ერთად, საქართველოს ეჭვი ეპარება ქვეყნებს შორის მოლაპარაკებათა წარმატებულ დასრულებაში. ამის შესახებ ნათქვამია შვეიცარიაში საქართველოს ელჩის ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ სპეციალურად მომზადებულ წერილში, რომელიც მსო-ში გაიგზავნა. ელჩი აცხადებს, რომ მოსკოვი არც ერთ დათმობაზე მიდის და თბილისის არც ერთ საკვანძო პირობას თანხმდება, მეტიც, რუსეთი პოლიტიზირებს პროცესს იმ დროს, როცა საქართველო დიალოგისთვის მზად არის. ჭიაბერაშვილის თქმით, 9-10 აგვისტოს მხარეებს შორის ჩატარებული მოლაპარაკებები პრაქტიკულად ჩაიშალა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3276.html
| |||
Posted by Drakula | 29 Aug 2011, 23:42 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.