საზოგადოება: ათასობით ადამიანი შეიძლება საშიში ვირუსით იყოს დაავადებული | World News | ||
1997 წელს სურსათისა და მედიკამენტების ამერიკულმა სამმართველომ G ჰეპატიტის ვირუსი ადამიანისათვის ოფიციალურად უსაფრთხოდ აღიარა. მაგრამ უკანასკნელი გამოკვლევები საპირისპიროს მოწმობს, წერს The Times of India. აღნიშნული ვირუსით დაავადება სისხლით შეიძლება. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ვირუსის პროვოცირება ციროზითა და ღვიძლის კიბოთი დაავადებული ადამიანების რიცხვის ზრდამ გამოიწვია. ეს მოსაზრებები მათ გაიზიარეს ჟურნალ Immunological Studies-ის გვერდებზე. სხვათა შორის, არის საფუძველი იმის ვარაუდისა, რომ შიდსით ერთდროული დაავადება იმუნური სისტემის აქტიურობას ზრდის. საუდის არაბეთში მეფე აბდელ აზიზას ჰოსპიტალის თანამშრომელი მუგის უდინ აჰმედი კონსტატირებს: „იმ მომენტიდან, როდესაც ვირუსი უსაფრთხოდ აღიარეს, დონორული სისხლის შემოწმება მის არსებობაზე შეწყვიტეს. მე ბოლო 16 წლის სამეცნიერო ლიტერატურა გავაანალიზე და მივედი დასკვნამდე, რომ ვირუსი საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში. მეტიც, არის ვირუსის კავშირი ჰეპატიტთან, ციროზთან, ჰემატოლოგიურ დარღვევებთან და ჰემატოლოგიურ ავთვისებიან ახალწარმონაქმნებთან“. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3273.html
| |||
Posted by Drakula | 29 Aug 2011, 23:38 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.