საზოგადოება: „თავისუფალი საქართველო“ რეალიზაციიდან მოწამლული საქონლის ხორცის ამოღებას მოითხოვს | Georgian News | ||
„თავისუფალი საქართველო“ დედოფლისწყაროს რაიონში ციმბირის წყლულით მოწამვლის გავრცელების საშიშროების შესახებ გაფრთხილებას იძლევა და რეალიზაციიდან მოწამლული საქონლის ხორცის დაუყოვნებლივ ამოღებას მოითხოვს. პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამილა გურაშვილის განცხადებით, დედოფლისწყაროში 39 წლის მამაკაცი დაკლული ცხოველის დამუშავებისას ციმბირის წყლულით დაავადდა. იმის შესახებ, რომ იგი დაავადდა, მოგვიანებით გახდა ცნობილი, მანამდე კი ხორცი სავაჭრო ქსელში მოხვდა. „სასწრაფოდ უნდა დადგინდეს, სად მოხვდა ეს ხორცი. იგი ადამიანების ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხეს წარმოადგენს. ვეტერინარული სამსახურის სპეციალისტი ეთერ იაკობიძე აცხადებს, რომ ამ ფაქტზე არაფერი სმენია. მოსახლეობა შეშინებულია და დაცული არ არის“, - აცხადებს გურაშვილი. მისი თქმით, ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ ამ საქმის გამოძიება. გურაშვილი კიდევ ერთი საქმის გამოძიებას მოითხოვს. მისი თქმით, რაიონში სხვა მრავალი პრობლემაა, რომელიც სამართალდამაცვი ორგანოების ყურადღებას იმსახურებს. „სამთაწყაროს სოფელში ძალიან საეჭვო გარემოებაში 15 ჰექტარი მოსავლიანი ვენახები დაიწვა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ დაინტერესებულმა პირება, რომლებსაც აქ ზეთისხილის პლანტაციების გაშენება სურთ, სპეციალურად მოაწყეს ხანძარი ვენახებში. ხალხს ეჭვი აქვს, რომ მათ მაღალი თანამდებობის მოხელეები მფარველობენ. რეფორმირებული პოლიციისთვის საჭირო არაა იმის შეხსენება, თუ არ უნდა აკეთონ. ჩვენ თვალს მივადევნებთ, რამდენად ობიექტური გამოძიება ჩატარდება“, - განაცხადა თამილა გურაშვილმა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3272.html
| |||
Posted by Drakula | 29 Aug 2011, 23:38 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.