ეკონომიკა: 1.5 მლნ ლარი გუდაურის რეაბილიტაციას მოხმარდება | Business & Economics | ||
644 მლნ-მდე გაზრდილი თბილისის ბიუჯეტიდან ერთნახევარი მილიონი სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურის რეაბილიტაციას მოხმარდება, თუმცა მანამდე 2.5 მილიონის გამოყოფა იგეგმებოდა. სამთო-სათხილამურო კურორტი თბილისის მერიას მმართველობის ქვეშ მიმდინარე წლის მაისში გადაეცა. რეაბილიტაციის პროექტის თანახმად, გუდაური უნდა გახდეს კურორტი ყველა სეზონისთვის. როგორც მერიაში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა აშენდება, აქ დასასვენებლად არა მხოლოდ ზამთარში ჩამოვლენ. პროექტის ფარგლებში ნავარაუდევია უკვე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ახალი სამთო-სათხილამურო ტრასებისა და საბაგირე გზების აშენება, ევროპული დონის ავტოტრასის დაგება, კურორტის უწყვეტი ენერგო და წყალმომარგება, შეიქმნება გასუფთავების სამსახური, მოეწყობა პარკირებები. კურორტი მუდმივად იქნება უზრუნველყოფილი სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო დაცვის სამსახურით. გუდაური ასევე უზრუნველყოფილი იქნება თოვლის სატკეპნი თანამედროვე მანქანებით, მოეწყობა გასართობი ცენტრები. აქვე იმუშავებს უკაბელო ინტერნეტი. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3270.html
| |||
Posted by Drakula | 29 Aug 2011, 23:35 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.