საზოგადოება: დიმიტრი შაშკინი სასერთიფიკაციო გამოცდებით კმაყოფილია | Georgian News | ||
დიმიტრი შაშკინი სასერთიფიკაციო გამოცდებით კმაყოფილია. განათლებისა და მეცინიერების მინისტრმა ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით დასკვნა წარუდგინა. შაშკინის განცხადებით, საქართველოში, წელს უფრო მეტი სერთიფიცირებული პედაგოგი არსებობს, ვიდრე გასულ წელს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა მართებული იყო და მასწავლებლებმაც გაიაზრეს ის მოტივაცია, რომელიც სასერთიფიკაციო გამოცდებშია ჩადებული. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს გამოცდები წამატებულად ორჯერ მეტმა პედაგოგმა ჩააბარა და მათი ხელფასი 75 ლარით გაიზარდა. "მათ ექნებათ შესაძლებლობა მომავალი წლის აპრილში, გამოცდები ინგლისურ ენასა და კომპიუტერში ჩააბარონ. რაც შეეხება მოსწავლეებს, მათ უკეთესი აკადემიური შედეგი აჩვენეს, ვიდრე გასულ წელს, რაც პირდაპირ კავშირშია საატესტაციო გამოცდების დანერგვასთან"-განცხადა მინისტრმა. მისი თქმით, 15 სექტემბრიდან, ქართული ენის მასწავლებლები ჯავახეთსა და ქვემო ქართლში გაემგზავრებიან, სადაც ბავშვებს ქართულ ენას ასწავლიან. ასევე, მინისტრი ინფრასტუქტურის მოწყობასა და ახალი სკოლების მშენებლობასაც შეეხო. "შემიძლია დარწმუნებით განვაცხადო, რომ სკოლებში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. 350 სკოლაში ჯერ კიდევ გრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. შენდება 12 ახალი სკოლა. ამდენი სკოლა ერთად, ბოლო 20 წლის განმავლობაში არ აშენებულა"-განაცხადა შაშკინმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3261.html
| |||
Posted by consul | 26 Aug 2011, 19:27 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.