პოლიტიკა: აფხაზეთის არჩევნები- ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგების კლასიკური მაგალითია | Georgian News | ||
აფხაზეთში დაწყებული ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს ოპოზციიდან, პაატა დავითაიას "ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების კლასიკურ მაგალითად მიაჩნია. როგორც დავითაიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, ის, რაც დღეს აფხაზეთში ხდება, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს. "ის კრიმინალები, რომლებიც აფხაზეთს მართავენ, ხელისუფლებას უკანონოდ დაეპატრონენ. აფხაზეთის ხელისუფლები ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან. მოსახლეობის ერთადერთი გამოსავალი, კერძოდ კი აფხაზებისა, საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებაა. საკუთარი თავის გადარჩენის ერთადერთი გზა- საქართველოსთან ერთად ცხოვრებაა და ისტორიას ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. დავითაიამ აფხაზებს მოუწოდა, რომ დაფიქრდნენ და საკუთარი თავის გადარჩენისთვის ყველაფერი გააკეთონ. "ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, თავისი ხალხის გადასარჩენად მათ საქართველოსთან დიალოგზე უნდა იფიქრონ."-განაცხადა დეპუტატმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3259.html
| |||
Posted by consul | 26 Aug 2011, 19:25 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.