მეცნიერება-ტექნოლოგიები: ამერიკელმა მეცნიერებმა დაასახელეს 4 პროდუქტი, რომლებიც ადამიანს კლავს | World News | ||
ამერიკელ მეცნიერთა აზრით, ისეთ გავრცელებულ პროდუქტებს, როგორებიცაა შაქარი, მარილი, კარაქი და პროდუქტები თეთრი ფქვილის საფუძველზე, შეუძლია საშინელი დაავადებების, მაგალითად, კიბოს განვითარების ხელშეწყობა. ამ ოთხი პროდუქტიდან ყველაზე საშინელ პროდუქტად მეცნიერებმა კარაქი დაასახელეს. მათი აზრით სწორედ იგი იწვევს გასუქებას, ვინაიდან უჯერი ცხიმებისაგან შედგება, ასევე მისი ხშირი გამოყენებისაგან ადამიანს შეიძლება წარმოეშვას გულთან დაკავშირებული პრობლემები და კიბოს ცალკეული ფორმებიც კი განუვითარდეს. ამ ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად მეცნიერები კარაქის ზეითუნის ზეთით შეცვლას გვირჩევენ. მეორე ადგილზე მეცნიერებმა დააყენეს პროდუქტები თეთრი ფქვილისაგან. ყველაზე გავრცელებულთაგან მათ განეკუთვნება მაკარონი, თეთრი პური და რამდენიმე სხვა. მკვლევართა თქმით, ამ პროდუქტებში პრაქტიკულად არ არსებობს უჯრედისი, რომელიც ჯანსაღი კვების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. რაც შეეხება მარილსა და შაქარს, მეცნიერები მათ შეცვლასაც გვირჩევენ (მაგალითად, სასარგებლო ბალახეულზე ან თაფლზე), ვინაიდან ეს ორი პროდუქტი ასევე მთელ რიგ დაავადებებს იწვევს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად შაქრის შემცვლელის პოვნა პრობლემა არაა, მარილის შემცვლელი კი ჯერ ნაპოვნი არ არის. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3258.html
| |||
Posted by Drakula | 26 Aug 2011, 19:24 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.