მეცნიერება-ტექნოლოგიები: ახალ კომპაქტ-დისკს მონაცემების შენახვა ათასწლეულობით შეუძლია | World News | ||
მეცნიერებმა დიდ ბრიტანეთში განაცხადეს, რომ შეიმუშავეს დისკი, რომელსაც მონაცემების შენახვა მარად შეუძლია, ყოველ შემთხვევაში, ათასწლეულების განმავლობაში მაინც. ამასთან, მას ცელსიუსით 1000 გრადუსამდე ექსტრემალური ტემპერატურის გაძლება შეუძლია. ამას გარდა, იგი ჩვეულებრივი შუშისაგან არის დამზადებული. გამოგონების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ნანოდონეზე იცვლება შუშის სტრუქტურა და იცვლება პოლარიზაციის სიბრტყე, რაც შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას მიკროსკოპული წერტილები, რომელთაგან თითოეულში სინათლე თავისებურად აისახება. შესაბამისად, დისკიდან ინფორმაციის წაკითხვისას სინათლის ასახული კონა გარდატეხასა და პოლარიზებას თავისებურად განახორციელებს და სწორედ ეს იქნება კრიტერიუმი მასზე შენახული ინფორმაციის განსასხვავებლად. ოპტიკურ დისკებში პოლარიზაციის ცვლილების ტექნოლოგიის გაჩენა მონაცემთა შენახვის სფეროში საკვანძო გარღვევაა. ამასთან, დისკის საფუძველი მაინც დარჩება პოლიკარბონატული, ზევით კი უბრალოდ დაიტანება შუშის ფენა აღნიშნული თვისებებით. ასეთი დისკის გამოყენების ვადა 1000-დან რამდენიმე ათასამდე წელს შეადგენს. ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ ჩვეულებრივი CD-ის გამოყენების პერიოდი იშვიათად აჭარბებს 5 წელს, ფლეშ-ბარათი ყველაზე აკურატული შენახვის შემთხვევაში 10 წელსაც ვერ იცოცხლებს და ხშირად უფრო საიმედოა ინფორმაციის შენახვა ძველებურად, ქაღალდის მატარებელზე. ადრე იტყობინებოდნენ ე. წ. M-დისკის შემუშავების შესახებ, რომლის გამოყენების ვადა ასევე ძალზედ შთამბეჭდავია და ათასწლეულებს აღწევს. იგი სპეციალურად პენტაგონის დაკვეთით შეიმუშავეს, შემდგომში კი უბრალოდ ამ გამოგონების კომერციალიზაცია მოახდინეს. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3257.html
| |||
Posted by Drakula | 26 Aug 2011, 19:23 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.