ეს საინტერესოა: დღეში 15 წუთი ფიზიკური ვარჯიშები სიცოცხლეს სამი წლით ახანგრძლივებს | World News | ||
მეცნიერთა ჯგუფმა ტაივანიდან გაარკვია, რომ ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშების 15 წუთსაც კი შეუძლია ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის 3 წლით გაზრდა. ასეთი დასკვნა გაკეთდა გამოკვლევის შედეგებით, რომელშიც 416 ათასმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა, მათგან 217 ათასი ქალბატონები იყვნენ. სამუშაო დაახლოებით 12 წელი - 1996-დან 2008 წლის ჩათვლით წარმოებდა, მოხალისეები კი ჯანდაცვის სკრინინგ-პროგრამებში მონაწილეობდნენ. ყოველ მონაწილეს მკვლევარები საშუალოდ 8-ზე მეტი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ექსპერიმენტის მსვლელობაში მონაწილეები ხუთ ჯგუფად დაყვეს - სრულიად არააქტიურებიდან ძალიან მაღალი აქტიურობის მქონე ადამიანებამდე, შემდეგ კი მეცნიერებმა შეადარეს სიკვდილის რისკი სხვადასხვა ჯგუფებში. ამის გარდა დადგინდა სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა თითოეული ჯგუფისთვის. გამოკვლევების შედეგებით მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ იმ მონაწილეებს შორის, რომლებიც კვირაში ფიზიკურ ვარჯიშებზე დაახლოებით საათნახევარს, ანუ დღეში მინიმალურ 15 წუთს ხარჯავდნენ, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებელი სამი წლით მეტია იმ ჯგუფის მაჩვენებელზე, რომელიც არააქტიური მოხალისეებისაგან შედგებოდა. გარდა ამისა, არააქტიურ ადამიანებს შორის სიკვდილის რისკი ამა თუ იმ მიზეზების გამო 17%-ით უფრო მაღალი აღმოჩნდა. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3256.html
| |||
Posted by Drakula | 26 Aug 2011, 19:19 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.