aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: პოლიტოლოგი: „საქართველოსთვის სოხუმის საპრეზიდენტო არჩევნები არააქტუალურია“ Georgian News  Georgian News 
ქართველ პოლიტილოგ მამუკა არეშძეს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის პრაქტიკული მნშვნელობა არა აქვს, ვინ გაიმარჯვებს „თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში“.



ამა წლის 31 მაისს პრეზიდენტს სერგეი ბაგაფშის გარდაცვალების შემდეგ აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო 26 აგვისტოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უფროსის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ. არჩევნებზე კანდიდატებად დარეგისტრირდნენ ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფოს უფროსის მოვალეობების შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი, პარტია „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ თავმჯდომარე რაულ ხაჯიმბა და პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა. პირველი ორი წინასაარჩევნო კამპანიის დროისთვის ოფიციალურად შვებულებაში იმყოფებიან და თანამდებობრივ მოვალეობებს არ ასრულებენ.


მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების ნებისმიერი შედეგის შეთხვევაში პრაქტიკულად არაფერი შეიცვლება.


„თუ ჩვენ თვითონ არ ვიხელმძღვანელებთ ახალი მიდგომებითა და იდეებით აფხაზეთის მიმართ, არ ვიმოქმედებთ კრეატიულად და ხელიდან არ გავუშვებთ ინიციატივას, მაშინ საქართველოსთვის საკითხი, თუ ვინ გახდება დე-ფაქტო პრეზიდენტი, არააქტუალური ხდება“, - აღნიშნა არეშიძემ.


თავის მხრივ, ოფიციალური თბილისი, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების თემაზე საუბრისას, აცხადებს, რომ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში უკანონო იქნება.


„არავის აქვს საქართველოს ტერიტორიაზე სეპარატისტული არჩევნების ჩატარების უფლება... საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ასეთი არჩევნები არალეგიტიმურია და იურიდიული საფუძველი არა აქვს...“, - განაცხადა ერთ-ერთ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.


საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „პირობებში, როდესაც აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და როდესაც სიტუაციას ოკუპაციური ძალები ფლობენ, სიტუაცია არსებითად არ იცვლება“.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3255.html
Posted by Drakula | 26 Aug 2011, 19:18 | News »
 

"პოლიტიკა: პოლიტოლოგი: „საქართველოსთვის სოხუმის საპრეზიდენტო არჩევნები არააქტუალურია“" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 December 2024
  • English Georgian