პოლიტიკა: აშშ-ის ელჩმა საქართველოში „ტვ-25“-ის ტოკ-შოუში მიიღო მონაწილეობა | Georgian News | ||
აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა ბათუმის სტუმრობისას მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია „ტვ-25“-ის ტოკ-შოუში „დიალოგი“ და მოყვა პროექტებზე, რომლებსაც აფინანსებს ამერიკული მხარე, ასევე მედიის განვითარებასა და სიტყვის თავიდუფლებაზე ისაუბრა. როგორც ბასმა განაცხადა, საქართველოში დემოკრატია ვითარდება და ეს ინსტიტუტებზე, პარლამენტსა და საზოგადოებრივ აზრზე აისახება. თუმცა, თუ 30 პროცენტი გარკვეულ აზრს ეყრდნობა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს პარლამენტში ერთადერთი მოსაზრება უნდა იყოს. პარლამენტში საქართველოს ყველა მოქალაქის აზრი უნდა იყოს ასახული, თქვა ელჩმა. 26 მაისის მოვლენებზე კომენტარის გაკეთებისას ჯონ ბასმა თქვა, რომ ეს სამწუხარო მოვლენაა, ვინაიდან ადამიანები დაიღუპნენ. მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია სააზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას, თუმცა, ამავე დროს, მოქალაქეებს საკუთარი მოსაზრების თავისუფლად გამოხატვის უფლება უნდა ჰქონდეთ. ელჩს მიაჩნია, რომ დაშვებულ იქნა შეცდომები და ადგილი ჰქონდა ძალადობას და ეს უნდა გამოიძიოს. ჯონ ბასმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს მედიასაშუალებები, რომლებიც მოსახლეობის სრულ ინფორმირებას უზრუნველყოფს. მისი თქმით, საზოგადოერიობას არჩევანის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ხოლო ამერიკა საამომრჩევლო გარემოს გაუმჯობესებას მხარს დაუჭერს. ელჩმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებმა კომპრომისები უნდა ისწავლონ. ჯონ ბასმა მოყვა იმ პროექტებზეც, რომლებიც უნდა განხორციელდეს. ტოკ-შოუს მეორე ნაწილში კულტურულ და საგანმანათებლო ღონისძიებებზე მოყვა ელჩის მეუღლემ, დიპლომატმა ჰოლი ჰორცერ-ბასმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3254.html
| |||
Posted by Drakula | 26 Aug 2011, 19:17 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.