პოლიტიკა: იტალია ლიბიელ მეამბოხეებს მატერიალურად დაეხმარება | World News | ||
იტალია ლიბიას უფასოდ გადასცემს ბენზინსა და გაზს და კადაფის გაყინული ფონდებიდან 350 მილიონს გადაურიცხავს. ამის შესახებ, დღეს, იტალიის პრემიერ–მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომელიც მილანში ლიბიის გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელს მაჰმუდ ჟიბრილემს შეხვდა. "ჩვენ ვისაუბრეთ ლიბიაში მომხდარ ბოლო მოვლენებზე, ომის მსხვერპლზე, პრობლემებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დადგება და იტალიისა და ლიბიის სამომავლო ურთიერთობებზე. ქვეყანაში არ არსებობს ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ შორის წყალი, და ჩვენ გადავწყვიტეთ უფასოდ მივაწოდოთ მათ საწვავი და გაზი. ჩვენ ასევე, მზად ვართ კადაფის გაყინული ფონდებიდან ლიბიას 350 მილიონი ევრო გადავურიცხოთ"–განაცხადა ბერლუსკონიმ და დააზუსტა, რომ ორშაბათს, იტალიის ენეგრეტიკული კომპანია ЭНИ და ПНС ხელს მოაწერენ შეთანხმებას " ჰუმანიტარულ დახმარების–გაზისა და ბენზინის მიწოდების შესახებ". ამის გარდა, ბერულისკონიმ და ჟიბრილმა მოილაპარაკეს " ორი ქვეყნის ხელისუფლების საკონსულტაციო კომიტეტის" შექმნის თაობაზე. იტალიის პრემიერმა ლიბიის ახალი დემოკრატიული ქვეყნის ფორმირების პროცესისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა. თავის მხრივ ლიბიის ლიდერმა განაცხად,ა რომ მატერიალური და ფინანსური დახმარების გარეშე ქვეყნის ახალი ხელისუფლება იმ ამოცანებს ვერ გაუკლავდება, რომლებიც მის წინაშე დგას: ლიბიის მოსახლეობის უზრუნველყოფა, სკოლების ფუნქციონირებისა და ინფრასტუქრურის აღდგენა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3248.html
| |||
Posted by consul | 25 Aug 2011, 20:09 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.