პოლიტიკა: თურქეთში აფეთქების შედეგად 15 სამხედრო პირი დაიჭრა | World News | ||
ძლიერი აფეთქება დღეს, თურქეთის აღმოსავლეთით მოხდა. როგორც ტელეარხი სი–ენ–ენ ტრიუკი იუწყება, ჰაკიარის პროვინციაში, ერაყის და ირანის საზღვართან ახლოს, ნაღმზე ავტობუსი აფეთქდა, რომელსაც სამხედრო პირები გადაყავდა. აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიჭრა. სი–ენ–ენ ტრიუკის თანახმად, სავარუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქურთთა პარტიის სეპარატისტების მიერ იქნა განთავსებული. თურქული არმიის დეპარტმანეტმა დაიწყო ტერორისტების ძებნა, რომლებიც მეზობელი ქვეყნის, ჩრდილოეთ ერაყის მთიანი ნაწილიდან ქვეყნის აღმოსავლეთში შემოიჭრნენ. სწორედ, იქ არის განთავსებული ქურთთა მუშათა პარტიის დაახლოებით ორი ათასი მეომარი, რომლებმაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ თურქების სამხედრო ობიექტებზე განახორციელეს შეიარაღებული თავდასხმა. ამ დროისათვის ათასი თურქი სპეცრაზმელი პროვინციის აღმოსავლეთ იქნა გადაგზავნილი, თურქეთ–ირანის საზღვართან არსებულ რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის მოსამზადებლად. როგორც ტელეარხი "ჰაბერტრიუკი" იუწყება, აღნიშნული გადაადგილება ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია. ამ თვეში თურქულმა საბრძოლო ავიაციამ ჩრდილოეთ ერაყში ქურთთა მუშათა პარტიის ბანაკებს რამოდენიმე დარტმა მიაყენა. როგორც ტელეარხი სი–ენ–ენ ტრიუკი გადაცემს, დაახლოებით ასი ქურთი მეომარი იქნა განადგურებული. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3247.html
| |||
Posted by consul | 25 Aug 2011, 20:09 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.