ეკონომიკა: აღმოსავლეთ საქართველოში სტიქიით გამოწვეულმა ზარალმა 6.8 მილიონი შეადგინა | Business & Economics | ||
სტიქიამ, რომელიც საქართველოს კახეთის რეგიონს დაატყდა თავს, 6.8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალი გამოიწვია, იტყობინება “GHN“. ყველაზე მეტად დაზარალდა ლაგოდეხის რაიონი, სადაც ზარალი 5 მილიონს შეადგენს. საგარეჯოს რაიონში ზარალმა 1.3 მილიონი, გურჯაანის რაიონში კი - 500 ათასი ლარი შეადგინა. სტიქიური უბედურების შედეგად ლაგოდეხში დაინგრა შენობები, დაეცა საუკუნოვანი ხეები, დაზიანდა გაზსადენი, ელექტროგადამცემი, წყალმომარგების ხაზები, დაიტბორა ასობით საცხოვრებელი სახლი, წარეცხილია გზები. მძიმე სიტუაცია ასევე შეიქმნა საგარეჯოს რაიონში, სადაც მაღალი ზარალი მიყენებულ იქნა მეურნეობებისა და ინფრასტრუქტურისთვის. გურჯაანის რაიონში დაზიანებულია სასმელი წყლის მიწოდების ცენტრი, დანგრეულია ხიდები და გზები. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3242.html
| |||
Posted by Drakula | 25 Aug 2011, 20:03 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.