საზოგადოება: გაერო: მსოფლიოში 12 მლნ-ზე მეტ ადამიანს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არა აქვს | World News | ||
მსოფლიოში 12 მლნ-ზე მეტ ადამიანს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არა აქვს (აპატრიდები). ამის შესახებ დღეს, 25 აგვისტოს, განაცხადა ლტოლვილთა საქმეების გაეროს უმაღლესმა კომისარმა ანტონიო გუტერეშმა. მოქალაქეობის არმქონე ადამიანების პრობლემა სულ უფრო მწვავდება იმის გამო, რომ ასეთი სტატუსის მქონე მშობელთა ბავშვებიც ასევე აპატრიდები ხდებიან. განსაკუთრებით მწვავედ აღნიშნული საკითხი დგას სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის, აფრიკის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში. „ამ ადამიანებს უკიდურესად სჭირდებათ დახმარება, იმიტომ რომ ისინი მუდმივად საშინელ სამართლებრივ იზოლაციაში იმყოფებიან“, - აღნიშნა გუტერეშმა. პირებს მოქალაქეობის გარეშე ელემენტარული უფლებები არა აქვთ: კერძო საკუთრების გაფორმება, ბანკში ანგარიშის გახსნა, ქორწინების რეგისტრაცია ან მოწმობის მიღება ბავშვების დაბადების შესახებ. ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობის გამო ზოგიერთს აპატიმრებენ კიდეც. ადამიანები მოქალაქეობის გარეშე მთელი რიგი მიზეზების, მათ შორის სახელმწიფოს დაშლის შედეგად შეიძლება დარჩნენ. დღეისათვის კონვენციას აპატრიდების სტატუსის შესახებ მსოფლიოს 66 ქვეყანამ მოაწერა ხელი. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3241.html
| |||
Posted by Drakula | 25 Aug 2011, 20:02 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.