ეს საინტერესოა: მეცნიერები შეცდომების უფრო ხშირ დაშვებას გვირჩევენ | World News | ||
კანადელმა სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ზრდასრული ადამიანის ტვინი უკეთ იმახსოვრებს ინფორმაციას, თუ იგი შეცდომებს უშვებს და განსაცდელის გავლა უწევს. ამის შესახებ წერს The Vancouver Sun. მაშასადამე, თუ ადამიანი სწავლების პროცესში შეცდომებს უშვებს, ეს კარგია. მოცემული პროცესი პასიურ შესწავლასთან შედარებით ბევრად უფრო ეფექტურია. ასე ხომ შეცდომების გააზრება და პარალელების გავლება ხდება. ორი დამოუკიდებელი გამოცდის მსვლელობაში მეცნიერება შეადარეს ის, თუ როგორ უმკლავდებიან დავალებას 25 წლის ასაკის 45 ადამიანი და 45 ადამიანი, რომელთა საშუალო ასაკი 70 წელი გახლდათ. ამასთან, სწავლების ორი მეთოდი გამოიყენებოდა. პირველი ითვალისწინებდა პასიურ შესწავლას (მაგალითად, ადამიანებს სთხოვდნენ კატეგორია „ყვავილისა“ და მასთან დაკავშირებული სიტყვა „ვარდის“ დამახსოვრებას). მეორე შეცდომას არ გამორიცხავდა: ადამიანებს აძლევდნენ კატეგორიას, მაგრამ ჯერ სიტყვის გამოცნობა იყო საჭირო. ამგვარად, მეცნიერებმა მეორე მეთოდის დიდი ეფექტურობა დაამტკიცეს. სპეციალისტთა თქმით, ექსპერიმენტის მონაწილეთა ტვინს უფრო აქტიურად მუშაობა, კავშირის დამყარება უწევდა. სხვათა შორის, მაშინ მონაწილეები უკეთ იმახსოვრებდნენ კონტექსტს, რომელშიც აძლევდნენ სიტყვებს. ხოლო როდესაც პასუხი უკვე მიცემულია, ტვინი მოდუნებულია. ეს განსაკუთრებით კარგად მუშაობდა მოხუცი ადამიანებისათვის. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3239.html
| |||
Posted by Drakula | 25 Aug 2011, 20:01 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.