გარემო: ასტრონომი: მარსის დედამიწასთან მოახლოება ბუნებრივ კატაკლიზმებს არ გამოიწვევს | World News | ||
შაბათს, მარსის დედამიწასთან მოახლოებასთან დაკავშირებით, არანაირი ბუნებრივი კატაკლიზმი მოსალოდნელი არ არის, განუცხადა ჟურნალისტებს ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, ასტრონომმა გია ჯავახიშვილმა. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ 27 აგვისტოს ღამის ცაზე მარსის დანახვა შესაძლებელი იქნება შეუიარაღებელი თვალით სრული მთვარის ზომით. მოვლენა თბილისის დროით დაახლოებით 00.30 საათზე არის მოსალოდნელი. „პლანეტა მარსი 27 აგვისტოს დედამიწასთან ახლოს გაივლის, მაგრამ ეს ჩვეული მოვლენაა... ყოფილა, რომ მარსი დედამიწას ბევრად უფრო უახლოვდებოდა...“, - განაცხადა ჯავახიშვილმა. მისი თქმით, „ამ დღეს არანაირი ბუნებრივი კატაკლიზმი მოსალოდნელი არ არის. ეს ჩვეულებრივი დღე იქნება...“. ასტრონომთა პროგნოზებით, მარსი დედამიწიდან მხოლოდ 55.6 მილიონი კილომეტრის მანძილზე გაივლის. ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე მანძილი მთვარემდე. სხვა დროს კოსმოსური მოვლენა მხოლოდ 2287 წელს განმეორდება, ასე რომ, როგორც ასტრონომები აცხადებენ, „არ გამოტოვოთ, მეორე შანსი არ იქნება. ეს ისე გამოიყურება, როგორც ორი მთვარე დედამიწის ზემოთ!“. მეცნიერთა თქმით, პლანეტა მარსი აგვისტოს დასაწყისიდან ღამის ცაზე ძალიან კაშკაშა გახდა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3238.html
| |||
Posted by Drakula | 25 Aug 2011, 20:00 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.