საზოგადოება: ბათუმში 24 საათის შემდეგ ხმამაღალი მუსიკა აკრძალეს | Georgian News | ||
ბათუმის საკრებულომ გასართობი დაწესებულებებისათვის ახალი წესები დაადგინა - 24 საათიდან ხმამაღალი მუსიკა იკრძალება. ნორმები დასახლებული და საზოგადოებრივი ზონებისთვის ინდივიდუალური იქნება. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ამგვარი შეზღუდვების შემოღების მიზანია კომფორტული პირობების შექმნა ქალაქის მოსახლეობისა და დამსვენებლებისათვის. მათ შესრულებას აჭარის ბუნებრივი რესურსების სააგენტო გააკონტროლებს. დადგენილი ნორმების დარღვევისთვის დაწესებულია 500-დან 1000 ლარამდე ოდენობის ჯარიმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3237.html
| |||
Posted by Drakula | 25 Aug 2011, 19:57 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.