aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ჩავესმა ვენესუელაში ოქროსა და ნავთობის მოპოვების ნაციონალიზება მოახდინა Business & Economics  Business & Economics 
ვენესუელას პრეზიდენტმა უგუ ჩავემსა სამშაბათს, 23 აგვისტყოს ხელის მოაწერა დეკრეტს, რომელის მიხედვითაც მოხდება ქვეყანაში ნავთობისა და ოქროს მოპოვების ნაციონალიზება, იტყობინება The Washington Post.  ტელევიზიით გამოსვლისას მან აგრეთვე განაცხადა, რომ ვენესუელას ოქროს მარაგი, რომელიც ამ დროისათვის ინახება აშშ-ისა და ევროპისა ბანკებში უახლოეს მომავალში დაბრუნებული იქნება ქვეყანაში.



ამერიკული გამომცემლობის ცნობით ჯერ კიდევ 1965-1977 წლებში ვენესუელაში მიღებული იქნა ნორმატიურლი აქტები, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას ამ სფეროს განვითარების პრივილეგირებულ უფლებას აძლევდა. ვენესუელას ლიდერმა არ დააზუსტა თუ რითი განსხვავდება მიღებული ახალი კანონი მის წინამორბედებისაგან, მაგრამ მან ივარაუდა რომ მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება უკანონო მაღაროების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა. Agence France-Presse ცნობით უკანონო მაღაროები შეადგენენ ვენესუელას ოქროს მომპოვებელთა სექტორის 60%-ს.


ოქროსა და ნავთობის ნაციონალიზების გადაწყვეტილება ჩავესმა ახსნა როგორც ქვეყნის ეკონომიკის დამოუკიდებლობისა და განვითარებისათვის აუცილებელ პირობად.  პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ნაციონალიზების მიუხედავად  თანამშრომლობა რუსულ-კანადურ ოქროს მომპოვებელ  კომპანიასთან, რომელიც ამუშავებს ვენესუელას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ოქროს მაღაროს,  კვლავ გაგრძელდება.


 ჩავესმა გამოსვლისას აგრეთე აღნიშნა, რომ ოქროს რეზერვის პირველი პარტია მომავალ კვირაში იქნება დაბრუნებული ქვეყანაში. სულ საზღვარგარეთის ქვეყნების ბანკებში არის 211,35 ტონა ვენესუელური ოქრო, რომელთა ღირებულება შეადგენს 11 მილიარდ დოლარს. ამასთან ჩავესმა განაცხადა, რომ იგი ამოიღებს ქვეყნის ფინანსურ აქტივებს (6,2 მილიარდ დოლარი) აშშ-სა და ევროპის ბანკებიდან და განათავსებს მათ მეგრობურ ქვეყნებში - რუსეთში, ჩინეთში, ბრაზილიაში. როგორც იტყობინება РИА Новости რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვი თანახმაა განიხილონ ასეთი სქემები თუ "ვენესუელის მეგობრები" ჩართავენ მათ ამ საქმეში.


მსოფლიოს ოქროს საბჭოს ცნობით ვენესუელას მე-15 ადგილი უკავია ოქროს რეზერვების ოდენობის მიხედვით - 365,8 ტონა.


ბოლო წლებში ნაციონალიზება ვენესუელაში ბევრ სხვადასხვა სფეროს შეეხო. ხელისუფლების ხელში გადავიდა მთელი რიგი სასოფლო-სამეურნეო და მეტალურგიული კომპანიები, ბანკები და სხვა წარმოებები.
Source - lenta.ru

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3226.html
Posted by Legatuss | 24 Aug 2011, 19:57 | News »
 

"ეკონომიკა: ჩავესმა ვენესუელაში ოქროსა და ნავთობის მოპოვების ნაციონალიზება მოახდინა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 December 2024
  • English Georgian