ეკონომიკა: აშშ-მ კრიზისის პერიოდში ბანკებს ასტრონომიური თანხის კრედიტები გასცა | World News | ||
აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (ფსს) კრიზისის პერიოდში ქვეყნის უმსხვილეს ბანკებს 1.2 ტრილიონი დოლარის საერთო თანხის კრედიტები გასცა. როგორც Bloombergაღნიშნავს, ეს თანხა დაახლოებით 2010 წლის აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტს უდრის (1.29 ტრლნ დოლარი), ხოლო თუ მას ერთდოლარიან კუპიურებში გადავიყვანთ, მაშინ კრედიტების თანხა ოლიმპიური ზომის 539 აუზს შეავსებს. Bloomberg-ის მონაცემებით, სახელმწიფო მხარდაჭერის უმსხვილესი მიმღებნი გახდნენ ბანკები Morgan Stanley, Citigroup დაBank of America. 2007 წლის აგვისტოდან 2010 წლის აპრილის ჩათვლით მათ ფსს-საგან მიიღეს 107.3 მილიარდი, 99.5 მილიარდი და 91.4 მილიარდი დოლარი, შესაბამისად. ფსს-საგან კრედიტების მიმღებთა შორის არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ევროპული ბანკებიც გახდნენ. ასე, ევროპის ფინანსურ ორგანიზაციებს შორის ყველაზე დიდი სესხი ფსს-საგან - 84.5 მილიარდი დოლარი - მიიღო ბრიტანულმა Royal Bank of Scotland-მა. შვეიცარიის UBS-მა 77.2 მილიარდი, ხოლო გერმანულმა Hypo Real Estate Holding-მა - 28.7 მილიარდი დოლარი მიიღო. კრიზისის პერიოდში ფსს-მა აშშ-ის ფინანსური ორგანიზაციების დაკრედიტების 11 პროგრამა განახორციელა, რათა ქვეყნის საბანკო სისტემის სტაბილურობა შეენარჩუნებინა. კერძოდ, პროგრამა TARP-ის ფარგლებში ქვეყნის ბანკებს 700 მილიარდი დოლარი გადაეცათ. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3215.html
| |||
Posted by Drakula | 23 Aug 2011, 18:00 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.