გარემო: ევაკურირებული მოსახლეობა თავიანთ სახლებში 3-4 დღეში დაბრუნდება | Georgian News | ||
სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ლაგოდეხში, ზაქათალის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას დღის ბოლოსთვის დაასრულებენ. მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ლოლაძის განცხადებით, პარალელურად მდინარის კალაპოტის გასუფთავება მიმდინარეობს. "ხვალ, ჩვენ სპეციალისტებს მოვიწვევთ, რომლებიც შენობებს შეამოწმებენ. ფირმა, რომელმაც ააშენა აღნიშნული კორპუსი, გვამშვიდებს, რომ სტიქიას არ შეეძლო კორპუსის სერიოზულად დაზიანება.სპეციალისტების დასკვნის შემდეგ, ხალხს შეეძლება საკუთარ სახლებში დაბრუნება. სავარუდოდ, ეს 3-4 დღეში მოხდება"-აღნიშნა მან. შეგახსენებთ,რომ სულ კორპუსიდან ევაკურირებული იქნა 70 ოჯახი. ისინი დროებით გამოსახლებული იქნენ მას შემდეგ, რაც ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე შრომის ხევმა ტერიტორია დატბორა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3204.html
| |||
Posted by consul | 22 Aug 2011, 20:13 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.