პოლიტიკა: მეამბოხეები: კადაფის დაცვა დანებდა,მისი შვილი საიფ ალ-ისლამი დატყვევებულია | World News | ||
მუამარ კადაფის პირადმა დაცვამ იარაღი დაყარა და დანებდა, იუწყება ტელეკომპანია Al Arabiya, ბენგაზის, გარდამავალი ეროვნული საბჭოს ინფრომაციაზე დაყრდნობით. თავის მხრივ, გარდამავალი ეროვნული საბჭოს ხელმღვანელმა Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საიფ ალ-ისლამ კადაფი, მუამარ კადაფის შვილი, რომელიც ბოლო დროის განმავლობაში სხვადასხვა მედიაში მამის სახელით გამოდიოდა, დატყვევებულია. ამავდროულად, ლიბიის ხელისუფლების პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა მუსა იბრაგიმმა CNN-ს ეფირში ლიბიელებს ისევ მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდა. " კადაფი ისევ უნდა დარჩეს პოლიტიკური პროცესების შიგნით, როგორც ის ტომები, რომლებიც მას მხარს უჭერენ"-აღნიშნა მან. წინააღმდეგ შემთხვევაში, იბრაგიმის თქმით, დაპირისპირება გაგრძელდება. "იქნება სისხლისღვრა, ყოველდღიურად ასობით ადამიანი დაიღუპება"-აღნიშნა მან. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3203.html
| |||
Posted by consul | 22 Aug 2011, 20:12 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.