ეკონომიკა: სააკაშვილი: საქართველო ვერცერთ წუთს ვერ დაკარგავს | Georgian News | ||
"საქართველო იმდენად ისწრაფვის განვითარებისკენ, რომ არ შეუძლია არცერთი წუთის დაკარგვა"-ანაკლიაში განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, როდესაც ბათუმში საოპერო თეატრი შენდებოდა, რეპეტიცია სამშენებლო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა და ისინი თეატრის გახსნამდე 20 წუთით ადრე დასრულდა. "დღეს ანაკლია გაიხსნა და აქ ამ მომენტისათვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა-ბოლო კაბელები იჭიმება"-განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა გაიხსენა , როგორ დაიბადა ანაკლიის კურორტის იდეა. მისი თქმით, იგი ზღვაში სანაპირო დაცვის კატერით გავიდა, თუმცა ის გაფუჭდა და გადაწყვეტილი იქნა ანაკლიაში ერთერთი ადგილობრივის-ქობალიას სახლში გაჩარებულიყვნენ. "მაშინ აქ რუსი სამშვიდობოები იმყოფებოდნენ. ჩვენი დანახვისთანავე მათ განგაში ატეხეს, გამოიყვანეს სამხედრო ტანკები და ჩვენ ავტომობილებს დაუმიზნეს. სამხედრო ინციდენტიც კი მოხდა. მაშინ მე ადგილობრივებს გავესაუბრე და მივხვდი, თუ რა პოტენციალი არსებობდა აქ. როდესაც მთელ საქართველოში წვიმს, ეს ადგილი გამონაკლის წარმოადგენს. აქ კარგი კლიმატია და კომფორტი იგრძნობა"-განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიენტი თავის უმცროს შვილთან ერთად მოტორიანი ნავით გავიდა ზღვაში და იბანავა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3199.html
| |||
Posted by consul | 22 Aug 2011, 20:05 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.