ეკონომიკა: ანაკლია საკურორტო ქალაქი გახდება | Georgian News | ||
დღეიდან ანაკლიას საკურორტო ქალაქის სტატუსი მიენიჭება. სტუმრებსა და ტურისტებს აქ განახლებული ინფრასტრუქტურა და ესპანელი არქიტექტორის მიერ პროექტირებული საზღვაო ბულვარი ელით. ანაკლიაში უკვე დაიწყო სასტუმროების, სტადიონების, სპორტული მოედნების და სხვა დასასვენებელი ობიექტების მშენებლობა. შენდება ორი ახალი სასტუმრო და ევროპაში ყველაზე გრძელი, 540-მეტრიანი ხიდი, რომელიც ანაკლიასა და განმუხურს დააკავშირებს. დღეიდან ანაკლიაში გრანდიოზული აკვაპარკის მშენებლობაც დაიწყება. უკვე დასრულებულია თანამედროვე ამფითეატრის მშენებლობა, სადაც დღეს ვახტან კახიძის ხელმძღვანელობით სიმფონიური ოკესრტი გამოვა. კონცეტში მონაწილეობას მიიღებს სოფო ხალვაში, ვაჟა მანია, ნატო გელაშვილი და გიორგი უშიკიშვილი. კონცერტს ნინო სურგულაძე დაასრულებს სიმღერით "ჩემო აფხაზეთო". პირველი დღე ანაკლიისა, როგორც ქალაქის, გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება. ანაკლიაში თანამედროვე კურორტის შექმნის იდეა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3198.html
| |||
Posted by consul | 22 Aug 2011, 20:03 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.