პოლიტიკა: ძიძიგური:გიორგობიანის ექსტრადირება არ მოხდება, რადგან ის გერმანიის მოქალაქეა | Georgian News | ||
"ეროვნული საბჭოს" ლიდერი ზვიად ძიძიგური დარწმუნებულია, რომ მისი ჯგუფის წარმომადგენელს, ტყის დეპარტამენტის ექს-ხელმძღვანელს ბიძინა გიორგობიანს, რომელიც ესპანეთში დააკავეს, საქართველოში არ გადმოიყვანენ. "ბიძინა გიორგობიანი გერმანიის მოქალაქეა. მე დარწმუნებული ვარ, რომ გერმანია დაიცავს მის სამოქალაქო უფლებას, აღადგენს სამართლიანობას და მისი საქართველოში ექსტრადირება არ მოხდება"-განაცხადა ძიძიგურმა. მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გიორგობიანის ძებნის გამოცხადება "ინტერპოლის" მეშვეობით, უკანონობა და არაგონივრულია. რაც შეეხება იმას, თუ ვინ უხელმძღვანელებს "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენლობას დასავლეთ ევროპაში, ძიძიგურის თქმით, ამ თანამდებობას ისევ გიორგობიანი დაიკავებს, რადგან "ესპანეთის პოლიცია მალევე გაათავისუფლებს მას." შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სამართალდამცველებმა საქართველოს ტყის დეპარტამენტის ექს-ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი დააკავეს. ესპანური მედიის თანახმად, ქართული მხარე გიორგობიანის საქართველოში ექსტრადიციას ითხოვს, თუმცა ესპანური მხარის გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ საქართველომ გიორგობიანის საერთაშორისო ძებნა რამოდენიმე წლის წინ გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით გერმანიამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. უფრო კონკრეტულად, ქართველი სამართალდამცველები გიორგობიანს უფლებამოსილების გადაჭარბებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. თავად გიორგობიანი თავს პოლიტიკურ ლტოლვილად მიიჩნევს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3196.html
| |||
Posted by consul | 22 Aug 2011, 19:56 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.