პოლიტიკა: ჰონდურასი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს | Georgian News | ||
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ 20 აგვისტოს ჰონდურასის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენლებთან პოლიტიკური კონსულტაციები ჩაატარა. ჰონდურასის მხარეს წარმოადგენდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალდენ რივერა და პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი რობერტო ოჩოია მადრიდი, საქართველოს დელეგაციას - ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ყველაშვილი და მექსიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი გვარამ ხანდამიშვილი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, კონსულტაციების ფარგლებში განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, კერძოდ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების, გაღრმავება, სამართლებრივი ბაზის განმტკიცება და სავაჭრო კავშირების გაფართოება. მხარეებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთახმდნენ. ჰონდურასის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ჰონდურასს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3195.html
| |||
Posted by Drakula | 22 Aug 2011, 19:54 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.