საზოგადოება: ილია II: ვიჩქაროთ სიკეთის კეთება | Georgian News | ||
უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი თავის გუშინდელ ქადაგებაში კეთილი საქციელის მნიშვნელობის შესახებ საუბრობდა. სამების ტაძარში ტრადიციული კვირის წირვის დასრულებისთანავე ილია II-მ მოუწოდა მრევლს, დააჩქაროს სიკეთის კეთება. „ეს თქვენ დაგეხმარებათ როგორც ამ, ისე სხვა სამყაროში. მორწმუნეები, პირველ რიგში, უნდა ფიქრობდნენ სულიერ გაწმენდასა და კეთილ საქციელზე. ჩვენ ერთმანეთს უნდა ვეხმარებოდეთ სულიერად და მატერიალურად, ვისაც როგორ შეუძლია. ყველაზე კარგია სულიერი დახმარება - ჭეშმარიტ გზაზე დაყენების ხელშეწყობა“, - განაცხადა პატრიარქმა. ქადაგების დასრულების შემდეგ ილია II-მ ტრადიციულად დალოცა რამდენიმე გვარი, კერძო - გურეშიძე, ლაკლაკიშვილი, გუბაევი და ბასილაია. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3194.html
| |||
Posted by Drakula | 22 Aug 2011, 19:53 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.