aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: გამოკითხვამ ყველაზე ბედნიერი ევროპელები გამოავლინა World News  World News 
ეკონომიკურმა კრიზისმა, ფინანსურ ბაზრებზე არსებულმა არასტაბილურობამ, ისლანდიური ვულკანის ამოფრქვევამ, ჩრდილოეთ აფრიკიდან ლტოლვილების ნაკადმა ვერ შეარყიეს ევროპის მაცხოვრებელთა რწმენა საკუთარ ბედნიერებაში.



როგორც მომავლის შეკითხვების ჰამბურგის ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ადასტურებს, ევროპელთა ორ მესამედზე მეტი საკუთარ თავს სავსებით ბედნიერ ადამიანებად მიიჩნევს. განსაკუთრებით საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილები არიან დანიელები: ამ ქვეყნის რესპონდენტთა 96 პროცენტმა აღიარა, რომ ბედნიერია.


როგორც ჩანს, ზღვა და მზე აიძულებს ბერძნებს დაივიწყონ თავიანთი გაჭირვებები. უცნაურია, მაგრამ ბერძნები მეორე ადგილზე მოხვდნენ (80 პროცენტი).


მზის სხივები და წყალი, როგორც ჩანს, ნერვებს უკეთ აწყნარებს, ვიდრე საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობა და მაღალი საკრედიტო რეიტინგი, ვინაიდან „ლიდერთა“ სამეულს ისევ და ისევ სამხრეთი ქვეყანა - იტალია ასრულებს (79 პროცენტი).
ამავე დროს, გერმანელებმა ბოლოდან მესამე სტრიქონი დაიკავეს (61 პროცენტი), გაუსწრეს რა პოლონელებსა (50 პროცენტი) და რუსებს, რომლებიც ბოლო ადგილზე აღმოჩნდნენ (37 პროცენტი).


„ამით გერმანიის მაცხოვრებელმა დაადასტურეს თავიანთი პესიმისტთა რეპუტაცია“, - მიაჩნია ჰამბურგის ფონდის სამეცნიერო ხელმძღვანელს ულრიხ რაინჰარდტს.


გამოკითხვის მიხედვით, საშუალოდ ევროპაში „ბედნიერი“ ადამიანების წილი 68 პროცენტს შეადგენს. პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ერთნაირი ტენდენციები შეინიშნება: ქალები მამაკაცებზე უფრო ბედნიერებად გრძნობენ თავს, ხოლო სოფლის მაცხოვრებლები ქალაქელებზე უფრო პოზიტიურად აფასებენ საკუთარ ცხოვრებას. გარდა ამისა, ოჯახური წყვილები უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე მარტოხელები, ხოლო ევროპის მაცხოვრებლები შემოსავლის უფრო მაღალი დონით დაბალი შემოსავალის მქონე პირებთან შედარებით ბევრად უფრო კარგად გრძონებნ თავს, რაც ბუნებრივიცაა.


ამასთან, ახალგაზრდა თაობა ამჟამინდელ რთულ პერიოდში საკუთარ თავს ყველაზე ბედნიერად აღიარებს და იმედით იყურება მომავალში, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ულრიხ რაინჰარდტმა.


გამოკვლევაში 13 ევროპული ქვეყნის დაახლოებით 15 ათასმა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3193.html
Posted by Drakula | 20 Aug 2011, 20:20 | News »
 

"ეს საინტერესოა: გამოკითხვამ ყველაზე ბედნიერი ევროპელები გამოავლინა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 15 November 2024
  • English Georgian