საზოგადოება: საქართველოში სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის ასაკობრივი ცენზი შემოაქვთ | Georgian News | ||
საქართველოში ავტოტრანსპორტის უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. ავტოტრანსპორტის იმ საშუალებებს, რომლებსაც მგზავრები გადაჰყავთ, შეზღუდვები დაეწესებათ, იტყობინება „ბიზნეს საქართველო“. ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოში გადაადგილების უფლება მხოლოდ იმ ავტობუსებს ექნება, რომელთა ასაკი 20 წელს არ გადააჭარბებს. მომავალში იმპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის დაგეგმილია 15 წლიანი ასაკობრივი ცენზის დაწესება. ახალი სტანდარტების დანერგვაზე საქართველოს ტრანსპორტის სააგენტო და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობენ. რეგულაციების მიზანია მგზავრთა უფლებების დაცვა და მოძრაობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ახალ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში განსახილველად და დასამტკიცებლად შემოდგომაზე შეიტანენ. საჭიროა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს გახშირდა საგზაო შემთხვევები იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით, რომლებსაც მგზავრები გადაჰყავთ. ბოლო ასეთი შემთხვევა გუშინ, 19 აგვისტოს მოხდა, როდესაც გუდაურის გზაზე 15 მეტრიან ხრამში ჩავარდა სამგზავრო ავტობუსი აზერბაიჯანელი და სომეხი ტურისტებით. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაახლოებით 27 ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3191.html
| |||
Posted by Drakula | 20 Aug 2011, 20:18 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.