საზოგადოება: ცხინვალის რეგიონი მობილური კავშირისა და ინტერნეტის გარეშე დარჩა | Georgian News | ||
ცხინვალის რეგიონი მობილური კავშირისა და ინტერნეტის გარეშე დარჩა, იტყობინება პორტალი uasdan.comცხინვალის სამართალდამცავზე ფატიმა მარგიევზე მინიშნებით. ბლოგერი და ჟურნალისტი მარია პლიონი მიიჩნევს, რომ ეს „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის“ ერთ-ერთი კანდიდატის ალან კოჩიევის დაპატიმრებას უკავშირდება, რომელიც შესულია ოპოზიციურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობაში „რუხს ფიდაენი“ („ნათელი მომავალი“). შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს კოჩიენი სამართალდამცავმა ორგანოებმა ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატის ალექსანდრ პლიევის ცემის ბრალდებით დააკავეს. როგორც „რუხს ფიდაენის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ალან გასიევმა განაცხადა, დაკავება დაკავშირებულია წინასაარჩევნო ბრძოლიდან პროვოკაციის გზით კოჩიევის გამოყვანის მცდელობასთან. თავის მხრივ, „სახალხო პარტია“, რომლის წევრიც ნაცემი დეპუტატი პლიევია, გამოვიდა განცხადებით, რომელშიც იტყობინება, რომ ცხინვალში თავის სახლში მხეცურად იქნა ნაცემი „პარლამენტის“ დეპუტატი „სახალხო პარტიიდან“, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე პლიევი. როგორც პარტიაში აცხადებენ, სამ თავდასხმელს შორის ალან კოჩიევიც იყო. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3190.html
| |||
Posted by Drakula | 20 Aug 2011, 20:17 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.