aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: პროკურორი: სასამართლომ დაადასტურა, რომ ბიწაძემ პოლიციისათვის ძალისმიერ დაპირისპირებას გაუწია ორგანიზება Georgian News  Georgian News 
თბილისის ქალაქის სასამართლომ, რომელმაც პარასკევს, 19 აგვისტოს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ექს-შეფს 5.5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, დაადასტურა, რომ მან პოლიციისათვის ძალისმიერ დაპირისპირებას გაუწია ორგანიზაცია, განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა ნანა რაპავამ.



„თბილისის ქალაქის სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია ბადრი ბიწაძის მიერ 353-ე სტატიით გათვალისწინებული დანაშაულის ორგანიზაცია, რაც ითვალისწინებს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველთათვის ძალისმიერი დაპირისპირების ორგანიზაციას“, - განაცხადა რაპავამ.


ამასთან ერთად, მან აღნიშნა, რომ უკვე დასრულებულია სამართალწარმოება სხვა პირთა მიმართ, „რომლებიც უშუალოდ ასრულებდნენ ბადრი ბიწაძის მიერ რუსთაველის პროსპექტსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქმედებებს“.


მათ ყველამ აღიარეს დანაშაული და სასჯელის სახით მიიღეს 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, თქვა რაპავამ, თუმცა არ დაუზუსტებია, რამდენი ადამიანი დააკავეს.


ბიწაძე დამნაშავედ აღიარეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სტატიის მეორე ნაწილით - „ჯგუფის მიერ განხორციელებული დაპირისპირება, საფრთხე ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველთა ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა მიმართ“. საქმე ეხება უკანონო ქმედებებს „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც თბილისში ხუთი დღის განმავლობაში 26 მაისის ღამით დაშლამდე მიმდინარეობდა.


თბილისის სასამართლომ პარასკევს ბადრი ბიწაძეს, რომლის ინიციატივითაც ფორმირებულ იქნა საზოგადოებრივი მოძრაობა „სახალხო კრებასთან“ შექმნილი ნახევრად გასამხედროებული დაჯგუფება „შეფიცულები“, 5.5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3189.html
Posted by Drakula | 20 Aug 2011, 20:17 | News »
 

"პოლიტიკა: პროკურორი: სასამართლომ დაადასტურა, რომ ბიწაძემ პოლიციისათვის ძალისმიერ დაპირისპირებას გაუწია ორგანიზება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 16 November 2024
  • English Georgian